среда, 7 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობა IV კლასი

სსიპ ქრისტეფორე III-ის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა
წრის დასახელება: ,, ჯადოსნური ნული"
ნულებით დაბოლოებული რიცხვის მარტივად გამრავლება-გაყოფა, დამახსოვრება და ამოცანის ამოხსნა.
კლასი: IV
მოსწავლეთა რაოდენობა: 16
საგანი: მათემატიკა
მასწავლებელი: ქეთევან ლომიძე
წრის მიზანი:
    საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ ნულებით დაბოლოებული რიცხვის გამრავლება-გაყოფის, როგორც თეორიული ცოდნის მიღებას, ასევე ზეპირ ანგარიშს. ეს კი, ერთგვარი უნარ-ჩვევების მიღება იქნება ასეთი რიცხვების გამოყენებით ამოცანის ამოხსნის დროს. მიღებულ უნარ-ჩვევებს კი გამოიყენებენ პრაქტიკულ ცხოვრებაში.
    შეხვედრებზე ყურადღება დაეთმობა მცნებების გააზრებას: -ჯერ-მეტი, -ჯერ ნაკლები. ეს დაეხმარება მათ სწრაფ ანგარიშსა და რიცხვების სწორ ჩაწერაში. რეპროდუქციისთვის გამოვიყენებ სქემებს, ცხრილებს, თვალსაჩინოებებს(თანრიგები და კლასები), powerpoint-ში მომზადებულ რესურს.
     წრე განკუთვნილია მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის. კლასის საშუალო მზაობიდან გამომდინარე, მათთვის წრის მეცადინეობაზე დასწრება იქნება კარგი საშუალება ისწავლონ ნულებით დაბოლოებულ რიცხვზე გამრავლება-გაყოფა და ამ მეთოდის გამოყენება ამოცანის ამოხსნის დროს.  

მათემატიკური მცნებების ცოდნა და უნარები:
·        მცნებების ცოდნა;
·        მიღებული რიცხვის ჩაწერის ცოდნა;
·        ამოცანის მოკლედ ჩაწერა;
·        ამოცანის ამოხსნა.
კომუნიკაციური უნარები:
·        გამრავლება;
·        გაყოფა;
·        რიცხვთა ჩაწერა;
·        ამოცანის ჩაწერა და ამოხსნა;
·        ზეპირი კომუნიკაცია;
·        წერითი კომუნიკაცია.
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულა აქტივობებს. სასწავლო რესურსები: საწერი  ფურცელი,  კალამი,  დაფა,  ფერადი  ცარცი,  კომპიუტერი, პროექტორი,  მაგნიტური  დაფა,  სახელმძღვანელო, პლაკატები.
მასწავლებელი  არეგისტრირებს  მუშაობაში  მსურველ  ბავშვებს,  მათ  მშობლებს    გააცნობს    წრის  მუშაობის  მიზანს,  შეხვედრების  განრიგს.  მასწავლებელი  მშობლებს  ინდივიდუალურად  დაურიგებს  წინასწარ  გამზადებულ  ბარათებს  და  სთხოვს  შეავსონ  კითხვარი,  თუ  რა  მოლოდინი  აქვთ  წრის   მუშაობის  პროცესში
წრის  სამუშაო  გეგმა:
1. ვემზადებით ნულებით დაბოლოებული რიცხვების  ჩასაწერად    
             ა) ჩაწერე თანრიგების მიხედვით 
              ბ)  ჩაწერე თვალსაჩინოების შესაბამისად  
         
             2.გავამრავლოთ . 
              ა ) ნულზე გამრავლების წესის დემონსტრირება.
             ბ )რამდენჯერ მეტია წინა მომდევნოზე . 

                    3.გამოვიყენოთ გამრავლება. 
                   ა )ნულის თვისებები გამრავლების დროს. 
                  ბ )ნულის ადეკვატური გამოყენებ

               4 ) თანამამრავლი, ნამრავლი.
               ა) გამრავლების თვისებების გამოყენება.
               ბ)ყველაზე ეფექტური მეთოდის გამოყენება.

              5.ამოცანის ამოხსნა(გამრავლების გამოყენებით).
              ა)ამოცანის მოკლე ჩანაწერი.
             ბ)რომელ ნაწილში გამოგვადგება გამრავლება?
.
                    6 .გამოვიყენოთ გაყოფა .
                    ა) ნულის თვისება გაყოფის დროს .
                    ბ) ნულის ადეკვატური გამოყენება.
                        7.გასაყოფი, გამყოფი განაყოფი.
                       ა) გაყოფის თვისებების გამოყენება .
                     ბ) გაყოფის გამოყენება ამოცანის ამოხსნის დროს.

                      8.შემაჯამებელი შეხვედრა

                      ა) შეასრულე ქვიზი.        


კითხვარი მშობლებისათვის

სახელი:
გვარი:
მოსწავლის სახელი და გვარი:
1.თანახმა ხართ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?
ა) დიახ;      ბ)არა.
2. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცოდნის გაღრმავებას?
ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა
3. როგორ ფიქრობთ: თქვენი შვილი ხალისით ჩაერთვება საწრეო მუშაობაში, თუ ხათრის გმო?

4.  რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების ბოლოს?
----------------------------------------------------------------------------------------





 მოსწავლის კითხვარი
            გვარი ,სახელი  ---------------------------------------------      

1.                  დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაციამათემატიკის წრის შექმნის შესახებ?



--------------------------------------------------------




2.საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?



------------------------------------------------------
3.საწრეო მუშაობის დროს, მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ
არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
---------------------------------------------------------

4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?

---------------------------------------------------------

5.როგორ  შეაფასებდით საწრეო მუშაობას?



---------------------------------------------------------------------

Комментариев нет:

Отправить комментарий